სოფო ასათიანი - პომპეოსთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო ხელისუფლებაზე, იქ არსებულ გამოწვევებზე და კლანზე, რომელიც სასამართლოს ყველა ინსტანციას აკონტროლებს

ვთხოვეთ ამერიკის ხელისუფლებას და საელჩოს, რომ განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და უფრო აქტიური როლი ჰქონდეთ სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაში, - ამის შესახებ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა სოფო ასათიანმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრისასა საუბარი იყო სასამართლო ხელისუფლებაზე და იქ არსებულ კლანზე.

„სახელმწიფო მდივნის და ასევე ამერიკის საელჩოს მთავარი ორიენტირი იყო დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუციური რეფორმების შეფასება, შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო ხელისუფლებაზე იქ არსებულ გამოწვევებზე და კლანზე, რომელიც სასამართლოს ყველა ინსტანციას აკონტროლებს. ვთხოვეთ ამერიკის ხელისუფლებას და საელჩოს, რომ განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და უფრო აქტიური როლი ჰქონდეთ სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაში“, - განაცხადა ასათიანმა.

ამასთან, სოფო ასათიანმა აღნიშნა, რომ მაიკ პომპეოს არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე მეთოდი შესთავაზა, რომლითაც ამერიკის ხელისუფლებას უფრო აქტიური გავლენის მოხდენა შეეძლება დემოკრატიულ პროცესებზე.

„აქტიური როლისთვის ჩვენ, როგორც არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ. პირველი ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის გარეშეც ის ჩიხი, რომელშიც ვიმყოფებით, ვერ აღმოიფხვრება და შევთავაზეთ საელჩოს მას ჰქონდეს აქტიური ფასილიტატორი როლი, როგორც ეს უკვე ბევრჯერ გაუკეთებია და მხოლოდ პოლიტიკურ კონსენსუსს ეყრდნობოდეს ნებისმიერი შემდგომი მოქმედება სასამართლოსთან მიმართებით, ასევე მეორე მეთოდი, რომლითაც ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია გავლენა ჰქონდე დემოკრატიულ პროცესებზე ეს არის ამერიკის დახმარება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ და ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ სასამართლოს რეფორმა იყოს აუცილებელი წინაპირობა ყველა ასეთი ხელშეკრულების“, - განაცხადა სოფო ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის დღეს შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. თბილისიდან ის ისრაელში გაემგზავრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს