“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ

ინტერვიუ კლინიკა “ნიუმედის” ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელთან სოფო მსხილაძესთან

- ქალბატონო სოფო, რა სახის ტესტებით ხდება ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის დადგენა და რა განსხვავებაა მათ შორის?

- ამჟამად არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული 400-ზე მეტი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს SARS-CoV-2 კორონავირუსის არსებობას ორგანიზმში. ისინი შეიძლება დაიყოს სამ ტიპად: 1. PCR ტესტი; 2. ანტიგენის ტესტი; 3. ანტისხეულების ტესტი. პირველი და მეორე ტესტი აფიქსირებს ვირუსის არსებობას ორგანიზმში უშუალოდ ტესტირების დროს და მიუთითებს, რომ პიროვნება შეიძლება იყოს ინფექციის პოტენციური წყარო. მესამე ტესტი განსაზღვრავს, იყო თუ არა ადამიანი ადრე კორონავირუსით ინფიცირებული. იმის შესამოწმებლად, არის თუ არა პიროვნება მიმდინარედ ინფიცირებული და შეუძლია თუ არა სხვების დაინფიცირება, ძირითადად გამოიყენება PCR ტესტი, რომელიც ტარდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის გამოყენებით. PCR ტესტის ალტერნატივა შეიძლება იყოს ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტი, დამყარებული იმუნოანალიზის მეთოდზე, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას. აღნიშნული ტესტი ხასიათდება საკმაოდ მაღალი მგრძნობელობით და ცრუ დადებითი პასუხები თითქმის არ აქვს (ბევრ ტესტს აქვს მგრძნობელობის მაღალი ხარისხი - 98% და მეტი) და შედეგი ცნობილი ხდება 15 წუთის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ აღებულ ნიმუშში ვირუსი არ აღმოჩნდა, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის ინფიცირებული. ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი შეიძლება იყოს ტესტირების დაავადების ადრეულ ან გვიან ეტაპზე ჩატარება. უფრო ზუსტი პასუხისათვის უკეთესია ტესტირება ჩატარდეს კონტაქტიდან მე-5-მე-7 დღეს. თუ ამ ვადაზე პასუხი უარყოფითია, სასურველია გამეორებითი გამოკვლევა მე-12 დღის ჩათვლით.

- თქვენ კლინიკიაში რა სახის ტესტირება ტარდება?

- კლინიკა „ნიუმედში“ ტარდება ანტისხეულების განმსაზღვრელი სწრაფი ტესტი, რომელიც აფიქსირებს გადატანილ ინფექციას. ამ შემთხვევაში ხდება იმუნური სისტემის მიერ ვირუსთან საბრძოლველად წარმოქმნილი ანტისხეულების გამოვლენა სისხლში. შესაძლებელია განისაზღვროს IgM ანტისხეულები, რომელიც დაავადების აქტიურ ფაზას აჩვენებს, ასევე IgG, რომელიც აჩვენებს გადატანილ ინფექციას. ტესტის ჩასატარებლად აუცილებელია სისხლის ნიმუშის აღება, კაპილარული ან ვენური. ტესტის პასუხი მიიღება დაახლოებით 15-20 წუთში. მისი მგრძნობელობა 80-90%-ის ფარგლებში მერყეობს. ტესტის ჩატარება სასურველია სიმპტომების გამოვლენიდან 5-7 დღის, და სავარაუდო ინფიცირებიდან 14 -21 დღის შემდეგ.

IgM სისხლში ჩნდება დაავადებიდან დაახლოებით 5 დღის შემდეგ, დაავადების საწყის ეტაპზე მისი აღმოჩენა სწრაფი ტესტით ვერ ხერხდება, თუმცა მოგვიანებით ვადებზე მისი მგრძნობელობა უფრო მაღალია. IgG ჩნდება უფრო მოგვიანებით - დაახლოებით 14 დღის შემდეგ. ცრუ უარყოფითი პასუხის მიზეზი შეიძლება იყოს ტესტის ადრეულ, ან გვიან ვადაზე ჩატარება, გამოსაკვლევი პირის დაბალი იმუნური სტატუსი. ინფიცირებულთა ნაწილს კოვიდის გადატანის მიუხედავად, შეიძლება სულაც არ გამოუმუშავდეს ანტისხეულები. ცრუ დადებითი შედეგი კი შესაძლოა მივიღოთ კორონავირუსების სხვა ჯგუფთან ჯვარედინი რეაქციის გამო.

- როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მოგმართონ და ჩაიტარონ სწრაფი ტესტი და რა არის მისი ღირებულება?

- სტანდარტულად ამ ტესტის ღირებულება 40-60 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ კლინიკაში ახლად დარეგისტრირებულ ბენეფიციარებს სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ. ხოლო უკვე დარეგისტრირებულებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით 35 ლარად; ტესტის ჩასატარებლად აუცილებელია ონლაინ წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც მენეჯერი ინდივიდუალურად დაუკავშირდება მომხმარებელს, რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი ბმულის მეშვეობით: http://www.newmed.ge/?page_id=426

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად