ელენე ხოშტარია კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებებზე - „ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოაცალა საფუძველი და ზურგში დანა ჩაარტყა ქართულ სახელმწიფოს

„ქართული ოცნების“ წევრის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ზურაბ აბაშიძემ ჩაიდინა მორიგი მოღალატეობრივი აქტი და შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. ამასთანავე, ხოშტარიას თქმით, აბაშიძეს არანაირი უფლება არ აქვს, ილაპარაკოს სახელმწიფოს სახელით, არამედ მას შეუძლია ისაუბროს ბიძინა ივანიშვილის სახელით.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოაცალა საფუძველი და ზურგში დანა ჩაარტყა ქართულ სახელმწიფოს.

„ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ საუბრის დროს აბაშიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა, კარასინთან ერთად ერთობლივად, პრაქტიკულად, დაგმო 20 ივნისის მოვლენები, რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ეს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში. 20 ივნისს ყველა ერთად შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ რუსეთი ჩვენ სახელმწიფოს ვერ წაგვართმევს და გავრილოვი ვერ იქნება ჩვენი პარლამენტის სკამში და ეს დაგმო აბაშიძემ, ანუ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა. პირველ რიგში, აბაშიძეს არანაირი უფლება არ აქვს, რომ ილაპარაკოს უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების სახელით და შემდეგ საქართველოს სახელით, შეუძლია, ილაპარაკოს ივანიშვილის სახელით.

გუშინ აბაშიძემ ჩაიდინა მორიგი მოღალატეობრივი აქტი, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს. გარდა იმისა, რომ გუშინ ეს ითქვა, დღეს აბაშიძემ კომენტარი არ გააკეთა და საერთოდ დუმს ქართული სახელმწიფო. ამას არ გმობენ, შესაბამისად, ეთანხმებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის საბჭოთა კავშირის მსახური ანტისახელმწიფოებრივი უწყება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო