ნინო ტალიაშვილი - „ევროპის უნივერსიტეტი" სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს

„ევროპის უნივერსიტეტი“ სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე მუშაობს, - ამის შესახებ „ევროპის უნივერსიტეტის" რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად, უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამები არ შეუჩერებია.

„ევროპის უნივერსიტეტი" ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული ინსტიტუციაა, გვაქვს საერთაშორისო კონტაქტები, რომელსაც ვაღმრავებთ და ასევე გვაქვს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა. გაცვლით პროგრამებზე პანდემიამ ვერ შეგვაფერხა და სამი სტუდენტი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" სრული დაფინანსებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრა: პოლონეთში, რუმინეთში და ამჟამად, ერთი სემესტრი იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ და იღებენ საზღვარგარეთ განათლებას. 2021 წელს მედიცინის პროგრამის 6 სტუდენტი გაემგზავრება. ახლა ჩავატარეთ კონკურსი და 6 გამარჯვებული გვყავს, ისინი ერთთვიან სტაჟირებაზე გაემგზავრებიან. მოგეხსენებათ, პრაქტიკული უნარების გამომუშავებისთვის, მედიცინის პროგრამისთვის, განსკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სტაჟირების პროგრამები, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ვინაიდან ფიზიკურად არ არის შესაძლებლობა ადგილზე გაემგზავროს ჩვენი პერსონალი ან ვუმასპინძლოთ სტუმრებს. ჩვენ განსაკუთრებით სამართლის მიმართულებით, აშშ-თან და წამყვან უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ, ხშირად გვსტუმრობენ მოსამართლეები აშშ-დან, რომლებიც ატარებენ საჯარო ლექციებს, როგორც ჩვენი პერსონალისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. სამომავლოდ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ისევ და ისევ საერთაშორისო მიმართულებით, კიდევ უფრო გვინდა გავაღრმაოთ ეს კავშირები, ამჟამად ვმუშაობთ სტრასბურგთან და ბრიუსელთან სტაჟირების პროგრამაზე, რომ მიეცეთ საშუალება ჩვენს სტუდენტებს ევროკავშირის ინსტიტუტებში გაიარონ სტაჟირება, თუმცა პანდემიის დროსაც, აქაც არ გავჩერებულვართ, ბრიუსელის ევროპის კვირეული იყო ნოემბერში, რომელსაც ჩვენი სტუდენტები ონლაინ დაესწრნენ, ვირტუალური ტურები განხორციელდა ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დასრულდება პანდემია, ჩვეულ რეჟიმში აუდიტორიებში დავუბრუნდებით სასწავლო პროცესს, უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება სტუდენტებთან ურთიერთობის და ჩვენს ამბიციურ სამომავლო გეგმებსაც განვახორციელებთ", - განაცხადა ნინო ტალიაშვილმა გადაცემა „იმედის დღეში" სტუმრობისას.

ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო