დავით ჭიჭინაძე - ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებაში სოციალური შეთანხმება მოხდეს, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს

მცირე და საშუალო ბიზნესი, მათი მფლობელები თუ იქ დასაქმებული ადამიანები, „ოცნების“ მთავრობისთვის მხოლოდ სტატისტიკური ერთეულია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც ჭიჭინაძე განმარტავს, ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანები არ აინტერესებს.

„მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის ასიათასობით ადამიანი, მათი ბედი, ვინც სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესშია დასაქმებული; ვინც თავიანთი შრომით და შესაძლებლობით შოულობს ფულს, ინახავს ოჯახებს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს ქვეყნის ბიუჯეტში. აი, ამიტომ კეტავენ, ამიტომ დაუწესეს მათ შეზღუდვები ასე ერთი ხელის მოსმით, რადგან მათგან შესული გადასახადი, ამ მთავრობისთვის უბრალოდ უმნიშვნელოა. „ოცნების“ ჩინოვნიკებისთვის მთავარი ე.წ. მსხვილი ბიზნესია, ხელმწიფის კარზე დაწინაურებული რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, რომლებიც მუდმივად იღებენ და ატრიალებენ მილიარდებს, ან ის მონური შემადგენლობა, რომელთაც პერიოდულად იბარებენ და ვინც მთავრობას „ამხნევებს“ და ამისთვის იღებენ მილიარდებს. შემდეგ კი, ეს მილიარდები დღგ-ს სახით, თუ ისევ რიგითი ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების სახით, ისევ „ოცნების“ ჩინოსანთა ჯიბეებში ხვდება. მოკლედ, ბიუჯეტი მათთვის მხოლოდ „პრაკრუტკის“ საშუალებაა და მეტი არაფერი! ამიტომ არის ახლა უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს სოციალური შეთანხმება საზოგადოებაში, რომ აღნიშნულმა აკრძალვებმა არ და ვერ იმუშაოს; რომ ყველა ერთად დადგეს, პოლიტიკოსიც, ბიზნესმენიც, რიგითი ადამიანები, ერთდროულად შეიქმნას ბევრი „ცხელი“ წერტილი, ძალები რომ ვეღარ ეყოთ და ვერავინ ვეღარავინ დააჯარიმოს, თორემ, თუ ერთმა გამოხატა პროტესტი და დანარჩენებმა გულხელდაკრეფილებმა მხოლოდ ტელევიზორით უყურეს მის ბრძოლას, ასე ნამდვილად არაფერი გამოვა - ბრძოლა არსებობისთვის, მძიმე ბრძოლაა“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა