რომან კაკულია - ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რით არის განპირობებული საერთაშორისო პარტნიორების და აშშ-ს მაღალი ინტერესი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით

დღეს არის შესაძლებლობა რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატო-ში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას, - ასე მიმართავს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით მოსაზრებებს გამოთქვამენ.

კაკულიას განცხადებით, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რით არის განპირობებული საერთაშორისო პარტნიორების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მაღალი ინტერესი პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით.

„რეგიონის უახლოესი გამოწვევები იძლევა საშუალებას რეალური ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების კუთხით და თანაც ეს ნაბიჯები გადაიდგას სწორედ ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით. ამ ნაბიჯების გადადგმა ერთპარტიული პარლამენტის ფონზე ძნელი ასახსნელი იქნება საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ შანსს წაართმევს დღეს ქვეყანას, მოუწევს თავი დაანებოს პროდასავლურობით კეკლუცობას მომავალში, იმიტომ რომ ასეთი შანსი ქვეყანას შეიძლება მომავალში აღარ ჰქონდეს. ამიტომ ვთხოვ ყველას ასეთი კუთხითაც შეხედოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. რადგან, რეალურად რომც წარმოვიდგინოთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რასაც პრაქტიკულად გამოვრიცხავ, მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დადგება ის შედეგი, რისი პრეტენზიაც აქვს ოპოზიციას, იმიტომ, რომ ყველამ კარგად დაინახა როგორი იქნებოდა კოალიციური მთავრობა ამ შემადგენლობით და არა მგონია, ასეთი არჩევანი გააკეთოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. პარლამენტში ერთი-ორი ადამიანით მეტის წარმოდგენის შესაძლებლობა და ის დიდი შესაძლებლობა, რაც ქვეყანას აქვს, ერთმანეთისადმი არავითარ შემთხვევაში თანაწონადი მოცემულობა არ არის, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ეს გაითვალისწინოს“, - აცხადებს რომან კაკულია.

კაკულიას აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე