შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი

კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს. დაველოდოთ ჩვენც ამ შედეგს. ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი არცერთი მხრიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ დიდი ნდობის მანდატი, 60 მანდატი მიიღო.

"დროა, აიღონ ეს ვალდებულება და შეასრულონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეებმა გადასცეს ამ მანდატით. ვეთანხმებით მთელ დემოკრტიულ სამყაროს, რომელიც მათ ამას მოუწოდებს. ოპოზიციის ქუჩაში ყოფნა ეს არის დისკომფორტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომაც ჩვენც და ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ პარამენტში შესვლისკენ. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ჯერ უფლებამოსილების ცნობის პროცედურა მიმდინარეობს. არ არის დასრულებული. დღეს 14 პარტიული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება. კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ელოდებიან მოლაპარაკების შედეგს. დაველოდოთ ჩვენც ამ შედეგს. ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი არცერთი მხრიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა