დე ფაქტო ხელისუფლება - საქართველოს  ნატო-სთან დაახლოებამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როცა საქართველომ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობაზე ვალდებულებების აღება ვერ შეძლო

ოკუპირებული ცხინვალის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის აპარატი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ -ერთი მთავარი თემა კავკასიის უსაფრთხოების საკითხი იყო.

”სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა გამოხატეს სერიოზული შეშფოთება რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს მიმდინარე მილიტარიზაციის, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაფართოებასა და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით. საქართველოს დაახლოებამ ნატო-სთან არ შეიძლება არ გამოიწვიოს მღელვარება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებების აღება ვერ შეძლო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ საქართველოს „ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით“ მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდა.

„შეხვედრის დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდეს. ეს შესაძლებელს გახდიდა სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი იმ პრობლემის მოგვარებას, რაც სასაზღვრო შეთანხმებების არ არსებობის გამო არსებობს,“- აცხადებენ დე ფაქტო ხელისუფლებაში.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 10-11 დეკემბერს გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება