მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს „ამნისტიის აქტი“ და ვფიქრობ, რომ დროული ინიციატივაა

მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს „ამნისტიის აქტი“ და ვფიქრობ, რომ დროული ინიციატივაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის აქტთან დაკავშირებით საპარლამენტო დისკუსია გაგრძელდება.

„ზოგადად მსჯავრდებული პირები, ისინი ვისაც დაკისრებული აქვთ სისხლის სამართლის სასჯელი, რა თქმა უნდა, იმსახურებენ ყურადღებას და განსაკუთრებულ მოპყრობას იმ თვალსაზრისით, რომ სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური, პროპორციული და ყოველთვის უნდა ჰქონდეთ სასჯელდაკისრებულ პირებს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინსტრუმენტს წარმოადგენს სწორედ ამნისტიის აქტი და შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სისხლის სამართლის პოლიტიკა. ამდენად ვფიქრობ, რომ დროული ინიციატივაა, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია გარკვეული მოლოდინები საზოგადოებაშიც არსებობდა, თუმცა ვის როგორი მოლოდინი აქვს ამის მიუხედავად ჩვენ წარმოდგენილ კანონპროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას და შესაბამისად, საპარლამენტო დისკუსია გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით და ჩამოვყალიბდებით საბოლოო შედეგზე, როგორიც იქნება ამნისტია. რა თქმა უნდა, ეს დისკუსიები არ მოიცავს, მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო შემადგენლობასთან კონსულტაციას ეს გულისხმობს ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციებს და ასევე, სამთავრობო სტრუქტურებთან იქნება დისკუსიები” - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო