დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯანდაცვის კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.

ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი სამუშაო რეჟიმში განიხილეს.

როგორც განხილვისას აღინიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლისთვის მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მოცულობა 5.5 მლრდ ლარი იქნება.

„სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მოცულობა 5 563 მლნ ლარს შეადგენს, რაც წინა წარმოდგენილ პროექტთან შედარებით 711 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტში ასახულია კოვიდ 19-ით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. რასაკვირველია, პანდემიიდან გამომდინარე, ყველაფრის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა შესაძლო დანახარჯი, რაც შეიძლება ამ პროცესს მოყვეს. საუბარია როგორც კლინიკების მართვაზე, ასევე საწოლფონდის დამატებითი რესურსების საჭიროებებზე და ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურად განხორციელებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას