ნიკა მელია - გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს

მიკვირს იმ მოქალაქეების, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. გარწმუნებთ, 0.1% არ არსებობს შანსი იმისა, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების შეხვედრა იმართება.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ახალი არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება.

„ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების იდეა გადარჩეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს თავისი თანმდევი ცვლილებებით - შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო კანონმდებლობა. არავის არ მიეცემა საფუძველი იმისა, რომ თქვას, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში. „ქართული ოცნება“ შლის მოლარაკებების პროცესს ასეთი კადნიერი და უღირსი განცხადებებით, რომელეც ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ მივანიჭებთ იმ ფუფუნებას ვერავის, თქვან, რომ ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ბუნებრივია, ამ პროცესის პარალელურად დაიწყება სამოქალაქო პროტესტის მზადება ახალი არჩევნების გარშემო“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია