მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. მისივე თქმით, დარჩენილია 50-მდე მოწმე და არცერთი მათგანი ბრალდებულ 5 პირზე არ მიუთითებს.

„დღეს გაგრძელდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვა, გუშინ დავკითხეთ ტაქსის მძღოლი, რომელმაც დიდუბიდან გურამ ამირხანაშვილი წაიყვანა ვაზისუბანში. იმ მოწმეებთაგან, რომელიც დაიკითხა, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირში არცერთი არ არის და ვერც იქნება. დარჩენილია 50-მდე მოწმე და ვიცით რა ინფორმაციასაც ფლობენ, არცერთი მათგანი არ მიუთითებენ არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე, არც ამ 5 პირიდან არცერთზე. ყველა მოწმეს ვეკითხებით ფლობთ თუ არა ინფორმაციას როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი და ყველა აღნიშნავს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - აღნიშნა ბექა ნემსიწვერიძემ.

უფლებადამცველის განცხადებით, ვერც ექსპერტის დასკვნა, ვერც მოწმე და ვერც ვიდეოჩანაწერები ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებულებს გიორგი შაქარაშვილთან რაიმე შეხება ჰქონდათ და ამ მტკიცებულებების ფონზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამორიცხულია.

„საქმეში არ არის არცერთი პირდაპირი მოწმე და ექსპერტის დასკვნა, რომელიც მიუთითებს ამ პირების შემხებლობაზე. ვიცით, რომ იყო დევნის მომენტი მაგრამ შემდეგ უკვე წყდება. ვერც ექსპერტის დასკვნა, ვერც მოწმე და ვერც ვიდეოჩანაწერები ვერ ადასტურებს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილთან რაიმე შეხება ჰქონდათ, ამ მტკიცებულებების ფონზე უბრალოდ გამორიცხულია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა“, - განაცხადა ბექა ნემსიწვერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო