მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველო 2021 წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველომ მოიპოვა უფლება და 2021 წლის შემოდგომაზე ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს, რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან კულტურული ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო ინსტიტუციების 200-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ კულტურის მიმართულებით 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და აღნიშნა, რომ ოსკარის უცხოური ფილმების ნომინაციაზე წარდგენილია რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა, სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელოვნების სასახლის პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ ევროპის საბჭოს 21-ე საუკუნის სტრატეგიის (ST21) საუკეთესო პრაქტიკის ნომინაცია და, ასევე, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „2020 Travelers 'Choice Award” მოიპოვა“.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს