პრემიერი - შეიძლება უკმაყოფილო ვიყოთ და მეტი გვინდოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღწევები, რაც უამრავი ადამიანის შრომის შედეგია, მათ შორის, ოპოზიციის, არ უნდა იყოს დაფასებული

ვენ შეიძლება უკმაყოფილო ვიყოთ და გვინდოდეს კიდევ მეტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მიღწევები, რომლებიც უამრავი ადამიანის შრომის შედეგია, მათ შორის, ოპოზიციის, არ უნდა იყოს დაფასებული ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შედეგები, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიზაციის მიმართულებით მიაღწია, არ არის რომელიმე პარტიის დამსახურება, არამედ არის წლების შრომის შედეგი.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნები ძირითადად ჩაითვალა და შეფასდა დემოკრატიულ არჩევნებად, რაც შეეხება სხვა ნაწილს - საინვესტიციო გარემოს მიმართულებით ქვეყანა არის პირველ ხუთეულში თუ არა ათეულში და ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, აღარ გავაგრძელებ სხვა საერთაშორისო შეფასებებს და რეიტინგებს. მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება უკმაყოფილო ვიყოთ და გვინდოდეს კიდევ მეტი, რა თქმა უნდა, ეს ხშირ შემთხვევაში გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც არსებობს ის მიღწევები, რომლებიც უამრავი ადამიანის და წლების შრომის შედეგია, მათ შორის, ოპოზიციის, არ უნდა იყოს დაფასებული ან უნდა იყოს დისკრედიტირებული. ქვეყანაზეა საუბარი - ეს ხომ არ არის „ქართული ოცნების“ მიღწევა, ქვეყნის მიღწევაა და ვერასოდეს ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი იყოს მხოლოდ მასთან დაკავშირებული, ეს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესია, რომლის ბუნებრივი ნაწილია ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, სხვათა შორის ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია, სამოქალაქო საზოგადოებაც,“- განაცხადა გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს