ანრი ოხანაშვილი - ამნისტიის აქტი შეეხება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირებს - საუბარი კონკრეტულ პირებზე წმინდა წყლის სპეკულაციაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებზე საუბარი სპეკულაციაა. როფორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამნისტია შეწყალების აქტისგან განსხვავებით შეეხება არ კონკრეტულ პირებს, არამედ “ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირებს”.

მისი თქმით, ამნისტიის ისეთი აქტი უნდა მიიღონ, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.

“ზოგადად, ამნისტია - ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც, პირველ რიგში, შეეხებათ კონკრეტულ პირებს, ეს იქნება ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები, თუმცა ამნისტიის აქტი თავისი შინაარსით შეეხება სრულიად საზოგადოებას, რადგან აქ უნდა იყოს ჩართული ფართო წარმომადგენლობა და ჩვენ უზრუნველვყავით ის და შევთავაზეთ კომიტეტზე დასწრება როგორც სახალხო დამცველის ოფისს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატთა ასოციაციებს, დაინტერესებულ პირებს, რადგან ამნისტიის აქტი შეეხება ყველას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსი ერთი მხრივ ადამიანის უფლებების გაუმჯობესაბასა და ადამიანებისთვის შეღავათის გაწევას და მეორე მხრივ, საზოგადოების უსაფრთხოებას შორის. ასე, რომ საზოგადოების უსაფრთხოება გვეხება ყველას და დაცულობის განცდა რომ გვქონდეს ყველას, ისეთი ამნისტია უნდა მივიღოთ, რომელიც არავის კითხვის ნიშნებს არ გაუჩენს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამნისტიის აქტი შეეხება ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირებს, განსხვავებით შეწყალების აქტისგან. აქაც უნდა გავმიჯნოთ და საუბარი კონკრეტულ პირებზე წმინდა წყლის სპეკულაციაა, რადგან სამართლებრივად ეს არის ამნისტია, იურიდიულად - ეს არის ინდივიდუალურად განუსაზღვრელი პირების მიმართ კონკრეტულ მუხლებზე. რაც შეეხება მუხლებთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებს, იმისთვის გვაქვს პირველი, მეორე და მესამე მოსმენა, რომ ვიმსჯელოთ, თუ არის რაიმე ლოგიკა და შესაძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის თვალსაზრისით ვიმსჯელოთ მუხლების შესაძლო გადახედვაზე, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მოვუსმენთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და შესაძლოა ასეთი ცვლილები განხორციელდეს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. არ არის გამორიცხული ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე, პირველი მოსმენით, დღესვე გავიდეს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, სწორედ დღევანდელი განხილვების პროცესში დაზუსტდება, როგორ შეიძლება გაფართოვდეს დაგეგმილი ამნისტია და “სისხლის სამართლის კოდექსის“ კიდევ რომელ მუხლებს შეიძლება შეეხოს ის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა