„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“ ტარიფების ცვლილებას ეხმაურება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „რუსთავის წყალი“ ტარიფების ცვლილებას ეხმაურება.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წყალმომარაგების ტარიფის მატების შესახებ საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ წყალმომარაგების სტაბილურობა და ხარისხი, თუმცა, კომისიის მიერ დადგენილი სატარიფო ცვლილება გარკვეულწილად ზღუდავს კომპანიებს განვითარების გეგმებსა და სამომავლო ინვესტიციებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებდა მომსახურების ხარისხს და კომპანიების შემდგომ განვითარებას. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ და „რუსთავის წყალმა“ 2018-2020 წლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს, როგორც წყალმომარაგების სისტემის განახლების, ასევე განვითარების მიმართულებით, რაც დადებითად აისახა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებაზე. სარეაბილიტაციო პროექტები სამ ქალაქში 400-ზე მეტ ქუჩაზე განხორციელდა, სადაც 300 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი განახლდა. კომპანიები დღეისათვის სტაბილური წყალმომარაგებითა და მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 600 000-ზე მეტ მომხმარებელს უზრუნველყოფენ და 6600 კმ წყალსადენის ქსელს ემსახურებიან,"- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა