მიხეილ სარჯველაძე - ამნისტიის კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით იმ პრინციპით, რომ ის არ ეხება ოჯახურ დანაშაულს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვის ფარგლებში ოჯახური დანაშაულის საკითხი არ განიხილება.

როგორც ის აცხადებს, ძირითადი პრინციპები, რაც აღნიშნულ კანონს საფუძვლად უდევს, არ გადაიხედება და სამოხელეო დანაშაულთან, მათ შორის ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ცვლილება მოსალოდნელი აღარ იქნება.

„ბატონი დიმიტრის ინიციატივა იყო და მას, როგორ დეპუტატს, ბუნებრივია, შეუძლია ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისი აზრით, განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით, შესაძლოა, რელევანტური იყოს , წამოჭრას ეს საკითხი. შესაბამისად მან ისარგებლა ამ უფლებით და დასვა ეს საკითხი, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს გაზიარებული არ იქნა და ვერც იქნებოდა. ამჟამად კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით იმ პრინციპით, რომ ის არ ეხება ოჯახურ დანაშაულს და სხვა შემდეგი წიაღსვლები, რომ კატეგორიზაცია მოხდება თუ არა, ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ამნისტიის პროექტი გარკვეულ ოჯახურ დანაშაულებსაც შეეხოს. ხუნდაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახურ დანაშაულს გამართლება არ აქვს, ამნისტია მაინც შეიძლება შეეხოს მათ, ვინც ასეთი დანაშაული პირველად ჩაიდინა, ამავე დროს თანხმობა აქვს გათავისუფლებაზე ოჯახიდან, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულება დადებითად ახასიათებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო