ნორვეგია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

ნორვეგია კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს, -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ფარგლებში იკრძალება ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე სტუმრების შინ მიწვევა.

„ჩვენ ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის ნიშნებს ვხედავთ, ნორვეგიელებმა უნდა შეაჩერონ თავიანთი სოციალური ცხოვრება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა ვირუსის გაკონტროლება შესაძლებელი გახდეს, ”- განაცხადა სოლბერგმა.

ხუთშაბათს, ოსლომ კოვიდ 19-ზე ტესტირება სავალდებულო გახადა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შედის. მგზავრებმა ტესტი ჩასვლისთანავე ან 24 საათში უნდა ჩაიტარონ.

ცნობისათვის, ნორვეგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 50 523 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 436-ია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ნორვეგია კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს აწესებს

ნორვეგია კორონავირუსის მესამე ტალღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალ შეზღუდვებს აწესებს, -ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ფარგლებში იკრძალება ალკოჰოლის მიღება რესტორნებსა და ბარებში, ასევე სტუმრების შინ მიწვევა.

„ჩვენ ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის ნიშნებს ვხედავთ, ნორვეგიელებმა უნდა შეაჩერონ თავიანთი სოციალური ცხოვრება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, რათა ვირუსის გაკონტროლება შესაძლებელი გახდეს, ”- განაცხადა სოლბერგმა.

ხუთშაბათს, ოსლომ კოვიდ 19-ზე ტესტირება სავალდებულო გახადა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შედის. მგზავრებმა ტესტი ჩასვლისთანავე ან 24 საათში უნდა ჩაიტარონ.

ცნობისათვის, ნორვეგიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 50 523 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 436-ია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?