სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც ახლა დიდ ბრიტანეთში იმყოფება, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია.

როგორც ქაცარავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა, მომსახურების გაწევისას დიფერენციაცია არ ხდება.

„აბსოლუტურად ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება. აქ ასეთი დიფერენციაცია ნამდვილად არ ხდება. ნამდვილად არ არის ასეთი პრობლემა“, - აღნიშნა ქაცარავამ.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, როგორც ქაცარავამ განმარტა, ჯერ გადაწვეტილი არ არის ხელმისაწვდომი იქნება თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ვაქცინა.

„ასეთი რამ ჯერ დადგენილი არ არის“, - აღნიშნა ქაცარავამ.

ელჩის თქმით, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებთან და მათთვის ონლაინკონსულტაციის ცხელი ხაზი 24-საათის განმავლობაში მოქმედებს.

„ჩვენი მოქალაქეების დახმარება პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი პრიორიტეტი იყო. თავდაპირველად ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და სურვილი საქართველოში დაბრუნება იყო, საუბარი მაქვს პირველი ტალღის პერიოდში და ლონდონიდან საქართველოში ორი ფრენა განვახორციელეთ. სამედიცინო კონსულტაციაც აქტუალური იყო და ფინანსური დახმარებაც მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდეთ ჩვენს მოქალაქეებს მინიმალურად გადაადგილდნენ. ნებისმიერი სახის კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში გვაქვს. ასევე მუდმივად ვდებთ განახლებულ ინფორმაციას „ფეისბუქზე“, თუ რა მდგომარეობაა დიდ ბრიტანეთში. თუ არის გამოუვალი მდგომარეობა და მოსასვლელები არიან საკონსულოში ჩვენი მოქალაქეები, ესეც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. კონტაქტი გვაქვს ინტენსიური ჩვენს მოქალაქეებთან, მოქმედებს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში და მზად ვართ ნებისმიერი სახის კონსულტაციისთვის“, - განაცხადა ქაცარავამ და დასძინა, რომ საელჩო ქართველ სტუდენტებთანაც უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს და ყველანაირი სახის ინფორმაციას აწვდის, ასევე ეხმარება, რომ საქართველოში დაბრუნდნენ, თუ მათ ასეთი სურვილი აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა