Reuters – აშშ-ის სენატში კონტროლი „დემოკრატებმა“ მოიპოვეს

აშშ-ის სენატში კონტროლი „დემოკრატებმა“ მოიპოვეს, ვინაიდან ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჯონ ოსოფმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი Edison Research-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ჯონ ოსოფმა ხმების 50.3% მიიღო, მისმა მეტოქემ, „რესპუბლიკელმა“ დევიდ პერდიუმ კი - 49.7%. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ Edison Research-ის პროგნოზით, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა „დემოკრატმა“ რაფაელ უორნოკმა.

ცნობისათვის, „დემოკრატიული პარტიის“ აღნიშნული ორი კანდიდატის გამარჯვება ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატაში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ თანაბარი რაოდენობის, 50-50-ზე, მანდატები ექნებათ, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა