სალომე ზურაბიშვილი - შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს - საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება!

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ზურაბიშვილი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „შემაშფოთებელი სცენების“ მიუხედავად, ამერიკულმა ინსტიტუტებმა თავიანთი ძლიერების დადასტურება შეძლეს.

„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვით აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავიანთი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, - წერს პრეზიდენტი.

იხილეთ ვიდეო:სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?