ბექა ფერაძე - 12 იანვრის მდგომარეობით, 318 ობიექტი შემოწმდა და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 12 იანვრის მდგომარეობით, 318 ობიექტი შემოწმდა და პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 28 ნოემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ ჯამში 47 435 კომპანია შემოწმდა, მათგან 25 913 კომპანიის მიმართ ცნობიერების ამაღლების კამპანიები განხორციელდა.

ამასთან, ფერაძის თქმით, 14 588 ობიექტი განმეორებით შემოწმდა და ყველა კომპანია, რომელშიც რემონიტორინგი განხორციელდა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებდნენ.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიურად ვართ ჩართული ეკონომიკის გახსნის პროცესშიც. მიმდინარე კვირაში შევხვდით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და სხვა მსხვილი ქალაქების სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს. გუშინ ასევე შევხვდით ბაზრობების წარმომადგენლებს. მათთან ვმსჯელობთ თუ როგორ უნდა გაიხსნას პირველი თებერვლიდან ეკონომიკა, რომ ის იყოს მდგრადი და მოქალაქეებისთვის უსაფრთხო. არ გვქონდეს იმის ვარაუდი, რომ თუ ეპიდსიტუაცია ოდნავ გართულდა, მოგვიწევს ისევ შეზღუდვების დაწესება, მდგრადი უნდა იყოს. თუ ბიზნესი მალე აღმოაჩნეს, რომ მის სტაფში ვირუსია, ეს უზრუნველყოს იმას, რომ კომპანიის ეკონომიკური მდგრადობა და ფინანსური დანახარჯები მაქსიმალურად იქნება შემცირებული. სტაფის ტესტირების ნაწილი არის ახალი კომპონენტი. ყველა ის რეგულაცია და პროტოკოლი, რომელიც არის დამტკიცებული - რჩება. შემოდის ახალი პრევენციული მექანიზმი - ტესტირება, რომელიც მოლებსა და ბაზრობებთან ერთად ეტაპობრივად გავრცელდება მაღალი რისკის შემცვლელ სექტორებზე. ეს იქნება პრევენციულად იმ ეპიდსიტუაციის შეფასებისა და მოქალაქეთა მობილობის გათვალისწინებით, რომელიც საბჭოზე იქნება შეთანხმებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

იხილეთ ვიდეო:ბექა ფერაძე - 12 იანვრის მდგომარეობით, 318 ობიექტი შემოწმდა და 318-ვე ობიექტის მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა