ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ თუ თებერვლის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაფიქსირდება, ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან გამკლავება გაუჭირდება

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ თებერვლის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაფიქსირდება, არსებული აღჭურვილობითა და მომზადებით, ჯანდაცვის სისტემას ვირუსთან გამკლავება გაუჭირდება. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ განმარტა, სამომავლო ეპიდვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოახერხებს სახელმწიფო კონტოლის ღონისძიებების შესრულებას და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

„ამ მომზადებით, აღჭურვილობით, ცოდნით, ჯანდაცვის სისტემას სერიოზულ ტალღასთან გამკლავება გაუჭირდება და დანაკარგები ისევ მაღალი იქნება. რა თქმა უნდა, ჯანდაცის სისტემას ისევ სჭირდება ძალიან ინტენსიური წვრთნა და აღჭურვა, მითუმეტეს, თუ თებერვლის ბოლოს ახალ დარტყმას ველოდებით. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოახერხებს სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებების შესრულებას და ჯანდაცვის სისტემის გამაგრებას. ამ ვითარებაში მესამე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება, თუ ისევ ის რაოდენობები იქნება“,-განაცხადა კალოაინმა.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალ შტამს ეპიდემიოლოგიურ სურათზე გავლენა ექნება.

„საბედნიეროდ, კორონავირუსის ახალი შტამი არ მოქმედებს უფრო მძიმედ ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. ამიტომ მას ეპიდემიოლოგიური გავლენა რა თქმა უნდა ექნება“,-განაცხადა კალოიანმა.

მისი შეფასებით, ამჟამად არსებული ეპიდსიტუაცია სტაბილური, მაგრამ საკმაოდ მძიმეა.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის ნამდვილად შედარებით გაუმჯობესებულია. მიუხედავად ტესტირებების არასრულყოფილი რაოდენობისა, (ჩვენ მაინც ვერ გავედით დღეში 20 ათას ტესტზე), დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ია. ეს ბოლო თვეებთან შედარებით საკმაოდ საიმედო კლებაა, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი ციფრია და მინიმუმ 5%-მდე დამშვიდების საშუალება არ გვაქვს. ამიტომ, დღევანდელი ეპიდსიტუაცია შეგვიძლია დავახასიათოთ სტაბილურად, მაგრამ საკმაოდ მძიმედ“,-განაცხადა კალოიანმა.

მისი თქმით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება საჭირო აღარ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გაგრძელება, მოქალაქეების აქტიური ლაბორატორიული უზრუნველყოფა, კონტაქტების მოძიება და ა.შ.

კალოიანი მიიჩნევს, რომ გარკვეული მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრი შესაძლებელია, თუმცა ინფექციის კონტროლის შესაბამისი ღონისძიებები გათვალისწინებული უნდა იყოს.

მან მოსახლეობის ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორი ლოჯისტიკის გარეშე მხოლოდ ვაქცინის არსებობა არაფრისმომცემია.

„ბოლო კვლევებით, მოსახლეობის 48% ვაქცინის გაკეთების წინაღმდეგია. ის სქემა, რითაც ჩვენთან ვაქცინა შემოვა, პოპულაციურ იმუნიტეტზე ვერ იმოქმედებს, მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და რისკ ჯგუფების აცრა იქნება შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო პერსონალი აუცილებლად გაიკეთებს აცრას და რისკ ჯგუფებიც, მთავარია გვქონდეს ვაქცინის განაწილების ძალიან დეტალური, მკაფიო, გადამოწმებული, დამუშავებული გეგმა. მხოლოდ ვაქცინის არსებობა, მისი სწორი ლოჯისტიკის გარეშე, არაფრისმომცემია“,-განაცხადა კალოიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა