არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე თავს გაართმევს ამოცანებს, რომლებიც ჩვენი პარტიის წინაშე დგას - მას გამორჩეული თვისებები აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს შემადგენლობაში ყველა წევრი პარტიაში გუნდური განხილვებითა და კონსენსუსის საფუძველზე შეირჩა. თუმცა, როგორც თალაკვაძე ამბობს, პოლიტსაბჭოს შემადგელობის შერჩევაში მონაწილეობა, პარტიის დატოვებამდე ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო.

„მსურს მივულოცო ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ არჩევა. მას გუნდისგან აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, გუნდის მხარდაჭერით ის თავს გაართმევს ამოცანებს, რომლებიც ჩვენი პარტიის, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას. მას გამორჩეული თვისებები აქვს და არის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი. არაერთ წარმატებულ საარჩევნო კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა. ახლა, როცა გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა და მართვის სადავეები გადმოდის გუნდზე, რომელიც დღეს თავისი განახლებული სახით წარსდგა. გარწმუნებთ, რომ ჩვენ წარმატებით განვახორციელებთ იმ პროგრამასა და ამოცანებს, რომელიც პარტიის წინაშე დგას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარტია მთლიანად მომავალზეა ორიენტირებული.

„ჩვენს გვაქვს ძალიან საინტერესო ხედვა მომავალი განვითარების. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება: დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცება და ეკონომიკური განვითარება. ამ სამი ძირითადი მიმართულებით ჩვენ შევეცდებით საზოგადოებასთან და ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უზრუნველყოთ პროგრესი. გარწმუნებთ, რომ როგორც კი გლობალური პანდემია დასრულდება, საქართველო დაუბრუნდება განვითარების მაღალ ტემპებს ყველა მიმართულებით. რაც შეეხება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას, პოლიტსაბჭოში თითოეული წევრი, რა თქმა უნდა, იყო დასახელებული იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც შიდა გუნდური განხილვებით ჩამოყალიბდა. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ბიძინა ივანიშვილთან, სანამ ის პოლიტიკას დატოვებდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ასევე, დღეს ყრილობაზე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს 20 წევრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა