ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ალექსეი ნავალნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ხიმკის პოლიციის განყოფილებაში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სასამართლო მოსმენა მინდინარეობს, სადაც, მას, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდონ. მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკოსის 200-მდე მხარდამჭერია შეკრებილი და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ალექსეი ნავალნიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ის, რაც ამჟამად ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ხდება, უმაღლესი დონის უკანონობაა.

„არ ვიცი რა ხდება. ერთი წუთის წინ კამერიდან გამომიყვანეს და აქ მომიყვანეს. აქ მიმდინარეობს ხიმკის სასამართლო, ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას. რატომ ტარდება სხდომა პოლიციის განყოფილებაში? მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა, ალბათ ბაბუას ბუნკერში იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს და გადააგდეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა, სხვაგვარად ვერ ვუწოდებ“, – აცხადებს ნავალნი ვიდეომიმართვაში.

მედიის ინფორმაციით, ბრალდების მხარე ალექსეი ნავალნისთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. რუსეთის პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევა გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო