„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა

„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები - რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს. მათ შორის არიან: ნიკო ხერკელაძე, მამუკა ცეცხლაძე, ბესიკ არბოლიშვილი, ზურა გომელაური, ოლეგ ტიმჩენკო, დალი ფოდიაშვილი და სხვები.

„ბროშურაში ასევე მოთხრობილია ფიროსმანის, გალაქტიონისა და ტერენტი გრანელის საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდების შესახებ. ,,ისტორიების მატარებელი" - ამ სახელწოდების ბროშურის განთავსებას საქართველოს რკინიგზა მოგვიანებით მატარებლებშიც გეგმავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია