ივერი მელაშვილი - საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა - ბრალდება არის აბსურდული და უსაზიზღრესი

ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა, -ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ბრალდება არის აბსურდული და უსაზიზღრესი".

"უსაზიზღრესი ბრალდებაა, შესაბამისად, ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და სამუშაო განხილვა. ასევე ის, რაც მერე გაახმაურეს კადრები, ვითომ რაღაც ისმის და ვის შესახებაც ვსაუბრობ. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას ანუ კომისიის თავმჯომარეს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ხვდება. ამ თემაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული. "ნასტრაენიეს" რომ ვამბობ ანუ განწყობა იყო ერთი მხარე, რომ თანხმდება მეორესთან რაღაცაზე - ამაზე ვამბომ "ნასტრაენიას". საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, არ აქვს თვალით ნანახი ის ტერიტორია, მათ შორის, მანჯგალაძესაც. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ბრალდება როგორც ასეთი არის აბსურდული, არ ემყარება არაფერს. არავითარი საფუძველი არ აქვს ან ნატალიას ან ჩემი ან ვინმე ექსპერტის ბრალეულობა რომ არსებობდეს ფართობის გადაცემის, ან წინა ხელისუფლების მხრიდან ან იმის წინანდელი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის აბსურდული, რომ ვიღაც ცდილობდა ფართების გადაცემას ან რაღაც. ეს არის არარსებული ბრალდება. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც“, - განაცხადა მელაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელა და 20 ათას-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს