სერგო ჩიხლაძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას და ცილისმწამებლურ განცხადებებს პარლამენტიდან გააგრძელებს თუ პარლამენტს გარედან

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას და სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას პარლამენტის შიგნიდან გააგრძელებს, თუ პარლამენტს გარედან, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე პარტია “მოქალაქეების” ლიდერების, ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის შესახებ.

ჩიხლაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლას არ განიხილავს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ განიხილავს, რომ შევიდეს პარლამენტში, მსგავსად ალეკო ელისშვილისა. იმ პუნქტებზე, რასაც ალეკო ელისაშვილი ასაჯაროვებს, მეოთხე რაუნდზეც იყო საუბარი და ეს არ არის ელისაშვილის დამსახურება, ეს არის მთლიანად ოპოზიციის დამსახურება. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა, ჩვენთვის დღის წესრიგი იგივეა. ჩვენი პოზიცია არის იგივე და პარტიების უმრავლესობამ, ვინც თავის დროზე სიები ჩავხსენით, რამდენიმე დღის წინ კიდევ საჯარო განცხადებით დავადასტურეთ ეს. სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ვრჩებით იგივე პოზიციაზე“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

ამასთან, როგორც მან განაცხადა, „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ შეთანხმების მემორანდუმში არ არის ასახული პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

„ამ მემორანდუმში არ არის პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა და ის თემები, რაც არის, კიდევ უფრო გაუარესებულია. მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ეს განიხილებოდა მეოთხე რაუნდზე. მეხუთე რაუნდს რაც შეეხება, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მეორე თვეა და დიდი იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება გადმოდგამდა ნაბიჯებს. თუ ვინმეს უნდა მოვუწოდოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ფასილიტატორი ელჩების მზაობით, მოლოდინის რეჟიმში ვართ მეორე თვეა“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს