დავით მათიკაშვილი - გამიჭირდება პასუხის გაცემა, განახლება რამდენად უშველის „ნაცმოძრაობას“, ვიდრე მათი პარტიის ბელადი კვლავ სააკაშვილია

განახლება რამდენად უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, სანამ მათი პარტიის ბელადი კვლავ სააკაშვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენად შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს, ეს თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება.

„განახლება რამდენად უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, სანამ მათი პარტიის ბელადი კვლავ სააკაშვილია და ისინი ნახევრად კრიმინალურ ძალას ეყრდნობიან, ეს კარგად ჩანს ყველა არჩევნებზე. როგორ შეძლებს ეს პარტია რებრენდინგს და რანაირად დაავიწყებს ქართველ ხალხს იმ წარსულს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხონჩით მიართვა ჩვენს საზოადგეობას ცემის, წამების, მკვლელობის, ქართული მიწა-წყლის დარიგების და ა.შ. სახით, ამაზე კითხვაც და პასუხიც შემდგომ არჩევნებზე იქნება ალბათ გაცემული, როცა კარგად გამოჩნდება რამდენად გამოადგება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ე.წ. რებრენდინგი,“- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გუნდის ახალი წევრები წარადგინა. განახლებული გუნდი პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაასახელა.

პარტიას 12 ახალი წევრი შეუერთდა, ესენი არიან: გიორგი ჩალაძე, ნონა მამულაშვილი, ნიკა ობოლაძე, გიორგი თარგამაძე, რეზო ჩომახიძე, სოფო ჯაფარიძე, მანუჩარ ახალაია, ბარბარა ჯიმელი, ანა გოგოლაძე, ზვიად ქვლივიძე, ბაჩო დოლიძე, გიორგი ხვედელიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო