პრემიერი - ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი

ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება, თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კარტოგრაფების საქმის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა გავუფრთხილდეთ დავით გარეჯის მომავალსაც და აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც.

„რამოდენიმეჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერ სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს. აბსოლუტურად ყველას, აქ ვერავის გამოვყოფ, საერთო ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს. ჩვენ ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც შეიძლება თეორიულადაც კი დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ გარეჯის მომავალსაც და გავუფრთხილდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობასაც“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა