ალეკო ელისაშვილი - კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ" შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს

კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ" შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ხოდა ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე შეფასებით, “ ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ 51 დეპუტატს მანდატები ვადამდე ადრე არ შეუწყვიტონ, სწორი გადაწყვეტილებაა.

“პარლამენტში მე არავის არ ველოდები, მილიონი საქმე მაქვს აქ. ხალხის სამსახურში ვარ და ხალხს უნდა ვემსახურო, დანარჩენი ველოდები, ახლა მასპინძელი არ ვარ, რომ სტუმრები მივიღო.

კარგი გადაწყვეტილებაა, სწორი გადაწყვეტილებაა, მართებული გადაწყვეტილებაა, აქამდე, როგორც ლაპარაკობდა "ქართული ოცნება" ის არ მომწონდა იმიტომ, რომ ეს არის შანტაჟი, რომ შეგიწყვეტთ მანდატებს, ასე ვიზამ ისე ვიზამ. ჩვენ და "ქართული ოცნება" შევთანხმდით მემორანდუმზე და ეს მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს და ამის სისტემა უნდა შეიქმნას, რომ მომავალი არჩევნები, რომელიც იქნება, პატიოსნად უნდა ჩატარდეს. ეს მანდატების გაუქმება დახურავდა ამ ყველაფერს. კარგია, რომ "ქართულმა ოცნებამ" შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ 51 დეპუტატს მანდატებს ვადამდე ადრე არ შეუწყვეტენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო