დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის ყველა დესტრუქციულ ქმედებას პოზიტიური და დემოკრატიული ნაბიჯებით უპასუხებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ხელისუფლება ოპოზიციის ყველა დესტრუქციულ ქმედებას პოზიტიური და დემოკრატიული ნაბიჯებით უპასუხებს“.

მათიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ტოვებს რესურსს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაა მიმართული.

„ქართული ოცნება, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახელისუფლებო ძალა, ტოვებს შესაბამის რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. არა რომელიმე კონკრეტული პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნება ამ ბოლო პერიოდში ნაკლებად შეინიშნება. არსებობს საკონსტიტუციო განაწესები, რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი სახის დესტრუქციული და ობსტრუქციული ქმედებები აღკვეთილი და დაბალანსებული იქნეს და ამისთვის ხელისუფლება იყენებს ყველა შესაბამის ბერკეტს იყენებს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დემოკრატიას და პარლამენტარიზმს საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. ოპოზიციის ყველა ასეთი დესტრუქციული ქმედება პოზიტიური და დემოკრატიული ნაბიჯებით იქნება მმართველი გუნდიდან ნაპასუხები“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს