გია ვოლსკი დავით-გარეჯის საკითხზე - დააშავა სისტემამ და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით-გარეჯის თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ემოცია გასაგებია, ხოლო გარკვეული ჯგუფების ტაქტიკაა, რომ „ეს ადამიანები - მიწათამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, უნდა საზოგადოებას წარუდგინო და ხშირ შემთხვევაში ერთი მათგანი ატარო თავშეყრის ადგილებზე, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“.

მან ასევე ისაუბრა ყოფილ პრეზიდენტზეც. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აბსურდული განცხადება გააკეთა, ხოლო თუ ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიყვებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კონკრეტული ადამიანია დამნაშავე, არამედ როგორც ვოლსკი ამბობს, „სისტემამ დააშავა“.

„გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით, დამოკიდებულება და ემოციების შეჯახება ერთმანეთზე და თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები მიწათამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, უნდა საზოგადოებას წარუდგინო და ხშირ შემთხვევაში ერთი მათგანი ატარო თავშეყრის ადგილებზე იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს და იქნებ თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი როგორსაც ისინი მოელიან, იქნებ მერე საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალო, თუ ხელისუფლებას არა. ეს ტაქტიკა იმდენად იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო, მაგრამ სულ ახლახანს გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც 2007 წელს აკეთებს პრეზიდენტი სააკაშვილი - ისე უნდა გავყოთ საზღვარი მეზობელ ქვეყანასთანო, რომ ეს სიმაღლე, რომელიც მას სტრატეგიულად სჭირდება უნდა იყოს მისი, ხოლო კომპლექსი უნდა იყოს ჩვენიო, რაც გეომეტრიულადაც, ლოგიკურადაც და მიწათმომწყობიც კი ადვილად გაერკვევა იმაში, რომ ეს არის აბსურდი და თუკი ამ აბსურდს კონკრეტული ადამიანები მიყვებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმა დააშავა, სისტემამ დააშავა და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს. ეს იგივეა თქვა აგერ მეზობელ რომელიმე ქვეყანას მთაწმინდას დაუთმობ, იმიტომ რომ სჭირდება და დანარჩენი ტერიტორია ისე შემოიხაზება, რომ ჩვენად დარჩეს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს