შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ანა გაბეჩავა აცხადებს, რომ მან სასამართლოში დასმულ ყველა კითხვას პასუხი გასცა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ანა გაბეჩავამ განაცხადა, რომ მან სასამართლოში დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. გაბეჩავას განმარტებით, მან გარკვეული პირების იდენტიფიცირება მოახდინა.

"სასამართლოს ის ინფორმაცია მივაწოდე, რაც აინტერესებდა, რა კითხვებიც იყო დასმული, ყველას გავეცი პასუხი"- განაცხადა გაბეჩავამ.

საქმის პროკურორის, ვახტანგ ცალუღელაშვილის განმარტებით, გაბეჩავამ წვეულებაზე განვითარებულ მოვლენებთან და იმ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც შეესწრო. პროკურორის თქმითვე, გაბეჩავამ 5 ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა და მათი სახელები და გვარები დაასახელა. საუბარია, "მერსედესის" მგზავრებზე.

ადვოკატების განმარტებით კი, ანა გაბეჩავას დღეს სასამართლოში ახალი ინფორმაცია არ გაუჟღერებია.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სრულწლოვნებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო:შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ანა გაბეჩავა აცხადებს, რომ მან სასამართლოში დასმულ ყველა კითხვას პასუხი გასცა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა