დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხება, აცხადებს, რომ საარქივო მასალა დავით კეზერაშვილის მიერ განადგურდა

დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დღეს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოიკითხება. როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ განადგურდა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა, არსებობს ვარაუდი, რომ კვალი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე მიდის.

"საკითხი, რომელიც უკავშირდება მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში არსებული დაცული საარქივო მასალის განადგურებას და იქ არსებული იზოგიფსებიანი პლანშეტები, ასევე მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა დავით კეზერაშვილის უშუალო ბრძანებით იქნა გატანილი და განადგურებული. ოქმი, რომლითაც განსაზღვრული იყო დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ეროვნულ დონეზე მუშაობა, ათვლის წერტილად მიიჩნევდა 1938 წლის 13 ივნისს თბილისში მხარეების მიერ ხელმოწერილი ოქმით განსაზღვრულ რუკას. გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით ჩატარებულია გარკვეული ღონისძიებები, არსებობს ეჭვის დასაბუთებული ვარაუდი იმისთვის, რომ კვალს მივყავართ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას