თეა წულუკიანი - ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება, ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს მისი პირადი აზრია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის

უმრავლესობის დეპუტატის თეა წულუკიანის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მის განცხადებაზე კარლ ჰარცელის შეფასება ჰარცელის პირადი პოზიცია იყო და ევროკავშირის პოზიციას არ წარმოადგენს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად მისი მიწვევით, სწორედ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე მივიდა.

წულუკიანის აზრით, პლენარულ სხდომაზე გვარამიას საკონტაქტო ნომრის გამოცხადება "ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო და ეს მისი პროფესიაა". წულუკიანის თქმით, ეს შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ “გვარამია წკავწკავებს”.

"კარლ ჰარცელთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა.

ამასთან ელჩის თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად თვლის.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:თეა წულუკიანი კარლ ჰარცელს შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა