მამუკა მდინარაძე - ყველაფერს ვაკეთებთ ყოველთვის, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით, წნეხისა და უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები

ყველაფერს ვაკეთებთ ყოველთვის, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით, წნეხისა და უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მემკვიდრეობით გვხვდა წილად წინა ხელისუფლებისგან,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რათა საკუთარი მოქალაქეები ნებისმიერი უკანონო პატიმრობისგან რაც შეიძლება მალე გამოიხსნას.

„საქართველომ ბოლო დღეების განმავლობაში პირველად მიაღწია იმ იურიდიულ დოკუმენტამდე, რაც სტრასბურგის სასამართლომ დადო თავისი გადაწყვეტილების სახით. ეს სამართლებრივადაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ჩვენი პრეტენზიები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ სამართლებრივი დასაბუთებით, უფრო მძლავრი ბერკეტებით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით წარვადგინოთ. თუმცა ამ ყველაფერში არის ძალიან ცუდი ხვრელი, რასაც ჰქვია ოკუპანტის თავაშვებული მოქმედება საოკუპაციო ხაზის იქით, რასაც ჩვენი მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დარღვევა და უკანონო დაპატიმრებები მოსდევს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ყოველთვის, რომ საერთაშორისო მექნიზმების ჩართვით ამ წნეხისა და უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მემკვიდრეობით გვხვდა წილად წინა ხელისუფლებისგან. ამას არასდროს გამოვტოვებ იმიტომ, რომ იყო გაუგონარი დანაშაული წინა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო თავდასხმა და ცხინვალის დაბომბვა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ნაკლებად საყურადღებოა. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ასეთი ნებისმიერი უკანონო პატიმრობისგან ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება მალე გამოიხსნას. თუმცა ეს არის ურთულესი თემა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს