გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს რომელიმე დაკავებულისგან სიმართლის მოსმენის მოლოდინი არ აქვს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს რომელიმე დაკავებულისგან სიმართლის მოსმენის მოლოდინი არ აქვს.

როგორც ყაზარაშვილი განმარტავს, ბრალდებულები კითხვების დასმისას საკუთარ ტყუილებში ირევიან.

"არც ნიკა რევაზიშვილისგან და არც დანარჩენი ბრალდებულებისგან ისევე, როგორც ვასილ მახარაძესთან, იმის მოლოდინი არ არის, რომ რომელიმე მათგანი სიმართლეს იტყვის. მათი ე.წ. სიმართლეც ბოლომდე ვერ მიაქვთ, როცა კითხვები ისმევა, ეს ადამიანები ირევიან თავიანთ პოზიციებში, მათ მიერ დალაგებულ ვითარებებში, მოგონილ ტყუილებში. სასამართლო ისევე, როგორც ვასილ მახარაძის შემთხვევაში, დარწმუნდება მათ სიცრუეში", - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის მოწმის, ექსპერტის ჩვენებას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენებით ის ვერსია, რომ ვასილ მახარაძესთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა მანქანაში, გამოირიცხა.

"სასამართლოში გამოცხადდა ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოა და ავტომანქანის კარის გახსნის მომენტი, სადაც თითქოს, 3 ადამიანი ჯდება, ექსპერტის დაკითხვით გამოირიცხა. მან განმარტა, რომ ნებისმიერი ის გარემოება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული, უბრალოდ მისი თვალით დანახული და დაწერილია სავარაუდო პასუხებით. პირდაპირ გამოირიცხა დაცვის მხარის ვერსია, თითქოს, მანქანაში 3 ადამიანი ჯდება, რაც ამ ექსპერტიზის დასკვნით იყო გამყარებული",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა