ოლივერ ვარჰეი - პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს -  ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას

პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ეკონომიკურ აღდგენასა და რეფორმების დღის წესრიგში , - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ კონტექსტში, ამ კონტექსტში კავშირის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება გადამწყვეტი რჩება.

„პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ჩვენ შარშან 183 მილიონი ევროს ოდენობის გრანტების მობილიზება შევძელით COVID-19-თან დაკავშირებული დახმარებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას ეკონომიკურ აღდგენასა და რეფორმების დღის წესრიგში, ასოცირების ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და სარგებელის მისაღებად. ამ კონტექსტში კავშირის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება გადამწყვეტი რჩება და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გასაზრდელად“ , - აცხადებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

ცნობისთვის, ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც ასახავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას. ანგარიშის ძირითადი დასკვნების თანახმად, „საქართველო ერთგული რჩება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმართ, მიუხედავად COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებისა“.

აქვე აღნიშნულია, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მოსაგვარებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა