გურამ მაჭარაშვილი - დარწმუნებული ვართ, უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს

დარწმუნებული ვართ, უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკრაინის ელჩთან და “დაუმორჩებლობის აქციებთან" დაკავშირებით.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისგან ასეთი არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი განცხადებები “გასაკვირიც აღარ არის".

“კარგია, რომ უკრაინის საგარეო უწყებამ მას მოუწოდა, რომ ასეთი სახის განცხადებებიდან თავი შეიკავოს, მაგრამ ცუდია, რომ ეს ადამიანი იყო საქართველოს პრეზიდენტი და უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ჭკუის დარიგება უწევს იმ ადამიანის მიმართ, ვისაც დღეს პრეტენზია აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს. პარტნიორი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და არც სხვა ქვეყნის და არც უკრაინის მოქალაქეს უფლება არ აქვს, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და მითუმეტეს, დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებები ჰქონდეს.

უკრაინასთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს, ამ ურთიერთობებს ოდნავ მაინც ზიანი მიაყენოს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლება მოახერხებს, რომ ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდება და მიხეილ სააკაშვილს თავის ადგილს მიუჩენს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს