მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება გრძელდება

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება უკვე ჩატარდა 186 -ე საჯარო მეგა-სკოლაში, სადაც მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილს PCR ტესტირება ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით შემოწმდნენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ყველა სკოლის მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ე. წ. სწრაფი ტესტით შემოწმება. ტესტირება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა