„აიპლიუსი" მომხმარებლებს Online გაყიდვების წასახალისებლად შაბათ-კვირის აქციებს სთავაზობს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" მომხმარებლებს Online გაყიდვების წასახალისებლად შაბათ-კვირის აქციებს სთავაზობს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის და შეზღუდვების გამო, მაღაზია თებერვლის თვეში შაბათ-კვირას ონლაინ რეჟიმში იმუშავებს.

„აიპლიუსის" ცნობით, კომპანია მზად არის მომხმარებლებს უფასო მიტანის სერვისთან ერთად Online შეკვეთისას ნებისმიერ პროდუქციაზე დამატებით საჩუქარი შეთავაზოს. როგორც „აიპლიუსის" მენეჯერი ქეთი ღლონტი აცხადებს, საკურიერო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

„მომხმარებლების თხოვნის და დიდი ინტერესის გამო, ადგილზე მიტანის სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი პროდუქციის (iPhone, Samsung, Xiaomi, Console, JBL, GoPro, ორიგინალი აქსესუარები) შეძენისას, შაბათ-კვირას კი შეკვეთის გაფორმებისას სასურველი საჩუქრის შერჩევას შეძლებთ. ჩვენი კურიერი კი 30 წუთის განმავლობაში ნივთს უფასოდ მიუტანს. საკურიერო სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში", - აცხადებს ქეთი ღლონტი.

შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია, როგორც საიტზე - www.iPlus.Ge, ასევე სატელეფონი რეჟიმში 2 19 60 60 და Messanger მიმოწერაში. გარდა Online შეძენისა, ექსკლუზიურად „აიპლიუსის" მომხმარებლებს შეუძლიათ Online განვადებით ისარგებლონ „თიბისი" და „სფეის ბანკთან".

„ტექნიკის შეძენასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სერვისები. პროგრამული და ტექნიკური მომსახურებით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ჩვენ უკვე ერთი წელია გვაქვს პროექტი „კაცი გამოძახებით", სადაც ჩვენი პროგრამისტების და ტექნიკოსების ჯგუფი ადგილზე ემსახურებიან მომხმარებლებს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მათი გამოძახება სპეციალური დამცავი ეკიპირებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა