ბექა დავითულიანის განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად, დაშლის პირასაა

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად, დაშლის პირასაა.

როგორც დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური სპექტრი, სამწუხაროდ, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს მათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

„ძალიან ბუნებრივია იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. სამწუხაროდ, ხანდახან პოლიტიკურ პარტიებს აქვთ უფრო მეტი ამბიცია, ვიდრე შესაძლებლობები და მხარდაჭერა ხალხში. ეს დაადასტურა ამ არჩევნებმა, რომლის შედეგებიც, „ევროპული საქართველოდან“ წასულმა ლიდერებმა პრაქტიკულად დაადასტურეს. ოპოზიციური სპექტრი, სამწუხაროდ, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს მათ და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მათ ეს გზა აირჩიეს და შედეგენს იმკიან. გადახედეთ ოპოზიციურ სპექტრს, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ყველა პარტია პრაქტიკულად, დაშლის პირას არის, გადინება აქვთ კადრების. ეს მათი არჩევანია, ბუნებრივია, როცა ამხელა ნაბიჯს დგამ დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ, ამას მოყვება შედეგები, რომელიც თვითდესტრუქციული იქნება. თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის თვითდესტრუქციულ რეჟიმში გადასული. ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავად აირჩიეს მთავარ ოპოზიციურ პლატფორმად სააკაშვილის ჯგუფი. შესაბამისად, მისი მავნე ზეგავლენა ქართულ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მათზეც გავრცელდება“, - განაცხადა დავითულიანმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს