„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ხვალ, 15 თებერვალს, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 15 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 16 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, გელოვანის, გამრეკელის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის, ასათიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის ქუჩების ნაწილს, ჩახავას, ზაქარიაძის, გურიელის, ნადარეიშვილის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს.

სოფელ დიღომში: ფარნავაზის, როსტევანის II ჩიხს, ხატაეთის, შერმადინის, მიხეილ მესხის, კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის I კვარტალს.

გლდანის რაიონში: ზაჰესში: მშვიდობის და აფხაიძის ქუჩებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა