ზურაბ ჯაფარიძე - დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება

დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი დაპატიმრება, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მარჯანიშვილის მოედანზე ბარ ,,ჯაფარასთან” გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მისთვის უფლებამოსილების გაუქმება, რადგან გუშინ კომერციული საქმიანობის გამო დაჯარიმდა.

,,ბარი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი. გუშინ გამაფრთხილეს, რომ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, როდესაც ეს ბარი გავხსენი ვთქვი, რომ იმუშავებდა ბოლომდე , ვიდრე მე არ დამიჭერენ. თუ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, უნდა მიმართონ პარლამენტს და მოსთხოვონ უფლებამოსილების გაუქმება, რაც მე მანამდე თავად გავაკეთე და უარი მითხრეს. თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უფლებამოსილების გაუქმება, კომერციული საქმიანობა მეკრძალება და ამ საქმიანობის გამო დამაჯარიმეს. დალუქვით ვერ გამაჩერებენ, ავხსნი ლუქს და მაინც გავხსნი ბარს, მოუწევთ ნებისმიერ შემთხვევაში დაპატიმრება”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარი ,,ჯაფარასთან” "კომენდანტის საათის" დროს სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა.

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბარი "ჯაფარასთან" დაჯარიმების მიუხედავად საქმიანობას კვლავ გააგრძელებს, ობიექტი დაილუქება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო