მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებაზე" - ცდიან მელიას დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ - ვაი მაგათ

ცდიან დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, მელიას საქმე არის პოლიტიკური დევნა.

„ეს არის ჩვეულებრივი გამოვლინება უსამართლობის და პოლიტიკური დევნის. ამ შემთხვევაში ნიკა მელია არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ. საქართველოში სამართლის პოვნა არის შეუძლებელი და მოსამართლეების მთელი ჯგუფი გადაქცეულია ჩვეულებრივ „კლანად“ “, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ნიკა მელიას „სისულელეზე, იდიოტიზმზე იჭერენ“.

სააკაშვილის განცხადებით, მათ სურთ სტაბილურობა და სიმშვიდე. „ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება. როგორც არ უშვებდნენ ამას უკრაინაში, არ უშვებდნენ ყირგიზეთში, თავის დროზე საქართველოში, როგორც არ უშვებენ ყველა თავმოყვარე ერსა და ქვეყანაში. ჩართეთ ტელევიზორი, "იუთუბი" და გაჩვენებთ, როდესაც ძალმომრეობას და ძალადობას იჩენდა მთავრობა, როგორც იცავდა საკუთარ თავს ხალხი. თუ ძალმომრეობას და ძალმომრეობას იჩენს მთავრობა, ამას სამართალთან არაფერი კავშირი არ აქვს, მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს გზას ორგანიზებულად, მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის და ძალმომრეობის შემთხვევების შემდგომი გაგრძელება. ეს მელიათი ხომ არ დასრულდება, ასე „უპრაგონოდ“, სრულიად გაუგებარი მიზეზებით, უშვებენ ციხეში, ხვალ ნებისმიერი მაღაზიის, სასტუმროს, მცირე ბიზნესის მფლობელი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თვალში არ მოხვდებათ, შეიძლება ჩვეულებრივ გახდეს ძალადობის და ძალმომრეობის მსხვერპლი და ხდება კიდევაც“, - აღნიშნა მან.

ამასთან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე და „ყველას ყელში ამოუვიდა, რაც ხდება“.

ნიკა მელია არის ძაან მაგარი ლიდერი, ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი, განსაკუთრებით ახალგაზრდა და თითოეული ჩვენგანი იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მელიას დაიჭერენ თუ არა, „ასეც და ისეც ხელისუფლების საქმე წასულია“. „ცდიან დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ არ დაიჭერენ, ვაი მაგათ. აი , ასეთ დღეში ჩაიყენეს თავი. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, გადაწყვიტეს, რომ აქედანაც არიან მხდალები“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა