ლევან იოსელიანი - როცა ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, სულ ცოტა, მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ არგუმენტები გააჟღერონ

როდესაც ადამიანის, პრაქტიკულად, პატიმრობის საკითხი იხილება, სულ ცოტა, მის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ, ჩემი აზრით, იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც თვლიდნენ საჭიროდ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

ლევან იოსელიანის განმარტებით, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკა მელიას წარმომადგენლების დასწრება საზოგადოებისთვის უფრო ნათელს და გასაგებს გახდიდა, რომ სადღაც ჩაკეტილი ერთი პარტია არ იხილავს ადამიანის პატიმრობის საკითხს.

„როდესაც ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, ჩვენ თუ მოვუხსნით იმუნიტეტს და თქვენც განზრახული გაქვთ ეს, ადამიანი აღმოჩნდება ციხეში და სულ ცოტა, მის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც თვლიდნენ საჭიროდ და ამით არაფერი დრამატული პროცედურული დარღვევა არ იქნებოდა, რომლიც ამ პროცესს ხელს შეუშლიდა. მე მგონი, პირიქით, უფრო გასაგებს გახდიდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ სადღაც ჩაკეტილი არ იხილავს ერთი პარტია ადამიანის პატიმრობის ამბავს,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე ელექტროსამაჯური დაუმაგრდა, რაც მელიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამართულ აქციაზე პროტესტის ნიშნად მოიხსნა. აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო, მელიას სასამართლომ გირაოს ოდენობა 70 ათასს ლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, მას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რის გადახდაზეც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ უარი თქვა. შესაბამისად, ამჯერად პროკურატურა სასამართლოში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, რისთვისაც პარლამენტის თანხმობა და მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, იმუნიტეტის შეჩერება სჭირდება. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს