ამირან გულუაშვილი ნიკა მელიაზე - სასამართლოსთვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

გირაოს გაზრდილი ოდენობით გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად, - ამის შესახებ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხის განხილვისას პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად ჩაითვალოს, არის პატიმრობა.

ნიკანორ მელიამ გამიზნულად არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის შესაბამის ანგარიშზე შეტანა და არც ექვივალენტური უძრავი ქონებით მისი უზრუნველყოფა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად. ასევე, მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ამავე წლის დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს თანხის შესაბამის ანგარიშზე განსათავსებლად. სასამართლოს მიერ გირაოს თანხის გადასახდელად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, პროკურატურის მიერ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უზრუნველსაყოფად განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა, მან სასამართლოს გადაწყვეტილების მიერ დაკისრებული ვალდებულება დადგენილ ვადაში კვლავ არ შეასრულა.

თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში, არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონებით მისი უზრუნველყოფა, პროკურორი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. კანონმდებლობა ერთმნიშნვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

როგორც აღინიშნა, 2020 წლის 1-ლ ნოემბერს, ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა. მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ, საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს თანხის შესაბამის ანგარიშზე შეტანაზე. ამ ვითარებაში გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ანუ სასამართლოსთვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. გირაოს გაზრდილი ოდენობით გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად, შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად ჩაითვალოს, არის პატიმრობა“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო