გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ - იმედი მაქვს, თავისთვის საბედისწერო ნაბიჯს, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერით, არ გადადგამენ - გვინდა, უმძიმესი დანაშაული არ ჩაიდინონ და მშვიდობიანი არჩევნებით დაგვანებონ თავი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერება არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორი არალეგიტიმური და სამარცხვინოა დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა“.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, მოულოდნელი არ ყოფილა.

„სამწუხაროდ, არც საზოგადოებისთვის არ არის არაფერი მოულოდნელი ამ სამარცხვინო პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს პარლამენტში მიიღეს. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, როგორი არალეგიტიმური და სამარცხვინოა დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობა მთლიანად, ვინც იქ ესწრება და ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მისცა ხმა. მე მაინც იმედი მაქვს, რომ თავისთვის ამ საბედისწერო და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯს ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერით, არ გადადგამენ. ის უტიფარი საბაბი, რაც დღეს გვესმოდა, რომ იძახდნენ კანონის უზენაესობას ვიცავთო, მინდა გაგახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როცა მელიამ ლეგიტიმურად მიმართა მანდატის შეჩერებაზე, თქვეს, რომ კანონს კი ვარღვევთო, მაგრამ პოლიტიკურად გვჭირდება და ამიტომ მანდატს არ მოვუხსნითო. დღეს კი, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედი ხელისუფლებისგან ოპოზიციის ლიდერის მიმართ არალეგიტიმურ, აბსურდულ ბრალდებაზე იშველიებს კანონის უზენაესობას ის ხალხი, ვინც კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს გამოუთხარა ძირი. ეს არის უტიფრობა და თავხედობა მათი მხრიდან. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ რაც შეიძლება კატასტროფული რამე ჩაიდინონ და მერე საბედისწერო რამ მოუვიდეთ იმათ, ვინც ამ სამარცხვინო რამეს ჩადის. ჩვენ გვინდა, რომ ეს უმძიმესი დანაშაული არ ჩაიდინონ და მშვიდობიანი არჩევნებით დაგვანებონ თავი“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა