მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას” გენეტიკურ კოდში აქვთ ადამიანის დაჭერის გზით რაღაც შედეგზე გასვლა

მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას” გენეტიკურ კოდში აქვთ ადამიანის დაჭერა და ამ გზით რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს ნიკა მელიას.

„როცა ხელისუფლებაში არ არიან და პროკურატურა და სასამართლო დამორჩილებული და დამონებული არ ჰყავთ, როგორც თავის დროზე ჰყავდათ, ახლა უკვე მათივე გადაწყვეტილებით, კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამწუხაროდ, ნიკა მელიაც უერთდება, იჭერენ ნიკა მელიას. ნიკა მელიას ციხეში მოსახვედრად ყველაფერს აკეთებენ და ყველა მათი გადწყვეტილება აქეთ მიდის. დასკვნების გამოტანა ძალიან მარტივია. მიხეილ სააკაშვილი, წაქეზებით და საკუთარი გადაწყვეტილებით იჭერს მისი პარტიის ლიდერს, თუ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს,"- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს